ტექნიკის მოყვარულების კითხვაზე, თუ რას მიიღებდა დაბალფასიანი iPad-ი გარდა ფასის სხვაობისა მისი უფრო ძვირადღირებული პროფესიონალური მოდელისგან, პასუხი უკვე არსებობს, ეს იქნება სტილუსი, რომელიც აქამდე მხოლოდ iPad Pro მოდელებს მოჰყვებოდა.
ინფორმაცია ამის შესახებ KGI Securities-ის ანალიტიკოსმა მინგ ჩი კუომ გაავრცელა, რომლის თქმითაც ახალი, 9,7-დიუიმიანი დაბალფასიანი iPad მიიღებს „ფანქარს“. ამის მთავარ მიზეზად კი, კუო ასახელებს Apple-ის სურვილს მისი პროდუქტი გამორჩეული იყოს სხვა დაბალფასიანი „ანდროიდის ტაბლეტებისგან“. ეჭვს ასევე ამყარებს ის ფაქტიც, რომ ბაზარზე ამ საფასო კატეგორიაში უკვე არის ერთი სტულუსიანი ტაბლეტი ეს არის Chromebook.
რა თქმ უნდა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, ამიტომ კომპანიის ამ პროდუქციის მოყვარულებს მოუწევთ ლოდინი ხუთშაბათამდე, რა დროსაც მოხდება ახალი „პადების“ ოფიციალური პრეზენტაცია. რაც შეეხება დაბალფასიანი iPad-ების ფასს, როგორც ჩანს, ისინი რამდენიმე ვარიანტად გამოვა და მისი ღირებულება 259 დოლარიდან დაიწყება.
კოკა კვირკველია