13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიენ ჰუსონ დე სამპინიმ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. წყნეთი-ბეთანიის გზა წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინასური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს.