დაბა ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოპარკინგი მოეწყობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარკინგის დიზაინსა და მშენებლობაზე 14,5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება.
სახსრები ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მოზიდული კრედიტის ნაწილია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია 3 სართულიანი პარკინგის მოწყობა. პროექტირება/მშენებლობისთვის 365 დღეა გათვალისწინებული.