აშშ-ს კონგრესმა ისრაელს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე დახმარების სახით 705 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, - ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა დაწერა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აშშ-ს კონგრესმა რეკორდული თანხა დაამტკიცა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის - 2018 წელს ისრაელი 705 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს“, - განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ისრაელი განაგრძობს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განვითარებას.
„ისრაელის მტრები გაოცდებიან იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენ განვავითარეთ“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის 2019-2028 წლებისთვის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ისრაელი აშშ-სგან დახმარების სახით ყოველწლიურად მიიღებს 3,3 მილიარდ აშშ დოლარს და დამატებით 500 მილიონ აშშ დოლარს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განვითარებაზე.