"ბიზნესმა რეგულაციები პრობლემურად არ უნდა აღიქვას" - ბექა ოდიშარია "ღამის დისტრიბუციაზე"

"სხვადასხვა რეგულაციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები არ უნდა აღიქვან პრობლემურად იმ ადამიანებმა და კომპანიებმაც კი, ვისაც ეს, პირველ რიგში, ეხება, ვინაიდან წესრიგი საბოლოო ჯამში, ყველას ინტერესშია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„გამართული და აღრიცხული ტაქსი იმავე პროფესიონალი მძღოლების ინტერესშია, რომელთა მიმართაც ხშირად უსამართლოდ ჟღერს პრეტენზიები სწორედ იმ არაპროფესიონალი "მძღოლ-ტაქსისტების" გამო, რომლებიც ღამე წყვეტენ დილით მგზავრები გადაიყვანონ, შუადღეს სხვა საქმიანობას ითავსებენ და შემდეგ დღეს კი არც ერთს და არც მეორეს. ასევეა სადისტრიბუციო მანქანების შემთხვევაშიც. ჩვენ ვუფრთხილდებით ბიზნესს და გვესმის რა მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან ისინი, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ისინი სხვებთან ერთად ქმნიან საცობებს დღის საათებში და განსაკუთრებით, პატარა ქუჩებზე.

საცობში დგომა კი შემდეგ მათაც უწევთ და ეს მათი საქმიანობის თვითღირებულებას ზრდის და დროში მათივე ბიზნესის წარმოებას აფერხებს. ისევე როგორც ხშირად მცირე ქუჩებზე ასეთი გაუთვალისწინებელი სიტუაციები ადამიანებს შორის კონფლიქტების საბაბს ქმნის. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქში წესრიგის დამყარებაზე და ზოგ შემთხვევაში როდესაც რეგულაციები ჩვენც გვეხება, არა შეზღუდვად და შეფერხებად, არამედ დედაქალაქის საერთო კეთილდღეობის საქმეში ჩვენს კონტრიბუციად უნდა აღვიქვათ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.