მეწყერსაშიშროების გამო, ეცერი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

ეცერი-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ112-კმ188 ეცერი-უშგულის მონაკვეთზე შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.