თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ზე ნაკლები არ იქნება

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ქვედა ზღვარი კანონით იქნება დადგენილი.

ამას "საქართველოს თავდაცვის შესახებ" სრულიად ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია.

პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

აღნიშნული კანონპროექტით, თავდაცვის სფეროში სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რეგულირდება პარლამენტის, პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები.