შაკილ ო’ნილმა რეკლამებით იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე NBA-ში ყოფნისას

ლეგენდარულმა კალათბურთელმა შაკილ ო’ნილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საკალათბურთო კარიერის განმავლობაში სეზონზე 30 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, ახლა კი კალათბურთისთვის თავის დანებების შემდეგ ამაზე მეტ ფულს შოულობს.

NBA -ის ვარსკვლავმა კალათბურთში კარიერის მანძილზე 280 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, თუმცა სატელევიზიო ინტერვიუში Real Sports with Bryant Gumbel აღნიშნა, რომ მისი წლიური შემოსავალი ამ მონაცემებს აღემატება.

ცნობისათვის, ლეგენდა თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა Gold Bond, The General და Carnival.

შეგახსენებთ, შაკილ ო’ნილმა საკლათბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა. ის ამჯამად 46 წლის არის და მისი საქმიანობა სარეკლამო ბიზნესთან არის დაკავშირებული.