Apple-მა დაბალბიუჯეტიანი iPad წარადგინდა და საგანმანათლებლო ბაზრის დაბრუნება განიზრახა

ახალი 329 დოლარიანი iPad-ი ამერიკულმა კომპანიამ გუშინ ოფიციალურად წარადგინა.

ამ პროდუქციით Apple-მა ღიად განაცხადა, რომ სურს დაუბრუნდეს კონკურენტულ საგანმანათლებლო ბაზარს, სადაც დიდი მოთხოვნაა დაბალფასიან Chromebook-ებზე. ამ მიზნით კომპანიამ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე სპეციალური ფასი დაადგინა, მისი მოწყობილობები მხოლოდ 299 დოლარი ეღირება.

რაც შეეხება ტექნიკურ სიახლეს, როგორც ნავარაუდევი იყო ახალ iPad-ს მოჰყვება სტილუსი, რომელიც აქამდე კომპანიის ძვირადღირებულ მოდელებს მოჰყვებოდა. ის აღჭურვილია მძლავრი A10 Fusion ჩიპით, რომლითაც ასევე აღჭურვილია პროფესიონალური iPad Pro. აღნიშნული ჩიპით კომპანია ბაზარზე არსებულ ყველა Chromebook-ზე მძლავრია და ეს მისი დიდი უპირატესობაა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Apple-მა 13,2 მილიონი iPad გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 1%-ით მეტია, თუმცა ბევრად აღემატება წინა წლებში კომპანიების გაყიდვებს, როდესაც ზოგადად ტაბლეტების ბაზარმა კლება დაიწყო.

კოკა კვირკველია