"ჩვენი მხრიდან „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არც ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა"

ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა.

„სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია არ იყო. პირადად მე, რამდენჯერმე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა კომუნიკაცია. ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა. ჩვენი მხრიდან არც ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში უამრავი ხარვეზი არსებობს, კონსტრუქციულად ვიქცევით. ამიტომ მერიის ახალგაზრდა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქალაქის მომავალს წარმოადგენენ, მსგავს დამოკიდებულებას არავის ვაპატიებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.