ოქროს ფასი შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის საშიშროება კვლავაც რჩება, ოქროს ფასი მაინც შემცირდა და ეს იმის ფონზე ხდება, რომ ამერიკულმა დოლარმა გამყარება შეძლო.

სავაჭრო ომის საშიშროება, ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე კომპანიების აქციების კლებას იწვევს, თუმცა ფულადი რესურსის ოქროში გადატანა მაინც არ დაფიქსირდა.

კომექსის პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს აპრილის ფიუჩერსის ფასი 1.7 დოლარით (ანუ 0.13 პროცენტით), 1 340.30 დოლარამდე შემცირდა. 0.18 პროცენტით, 89.12-მდე გაიზარდა დოლარის ინდექსი, რომელიც სამშაბათს ბოლო ხუთი კვირის მინიმუმზე (88.53) იმყოფებოდა.

დოლარზე მოთხოვნის მატება გამოიწვია ჩინურ გაზეთ „გლობალ თაიმსში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ პეკინი მალე გამოაქვეყნებს ახალ ტარიფებს ამერიკის საექსპორტო პოზიციებზე. და ეს ამერიკის მიერ ჩინურ იმპორტზე ტარიფების დაწესებაზე, ცისქვეშეთის საპასუხო რეაქცია იქნება. ეს კი დიდი სავაჭრო ომის საშიშროებას შეამცირებს.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები განახილა. ბაზარზე ამანაც დადებითაც იმოქმედა. თუმცა ინვესტორებს კვლავაც რჩებათ იმის შიში, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობის დაძაბვა, გლობალური ეკონომიკის კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს, რაც ყველას დააზარალებს.

დოლარის გამყარება, სხვა ვალუტების მფლობელებისთვის, მეტალების ფასებს ზრდის, რომლებიც სწორედ დოლარით განსაზღვრება. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია ოქროს ფასის კლება. არადა, უფრო ადრე, ყვითელი მეტალის ფასის ზრდა, სწორედ მსოფლიო სავაჭრო ომის საშიშროების ზრდას მოჰყვა, რადგან ამაზე ინვესტორთა პირველი რეაქცია, ურისკო აქტივებისადმი (როგორიცაა ოქრო და იაპონური იენი) ლტოლვის გაძლიერება იყო.