ჭიათურაში ხვალ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი პროფკავშირებსა დადასაქმებულებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
პროფკავშირების ცნობით, აღნიშნული შეხვედრის სურვილი, ნიკა ჩიქოვანმა მაღაროელთა მიერ განხორცილებული აქტივობებისა და მათ მიერ ჩატარებული საინფორმაციო კამპანიიის შემდეგ გამოთქვა.
შეხვედრაზე განიხილება ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათი ძირითადი მოთხოვნები. მათ შორის, კოლექტიური ხელშეკრულების დადებისა და ხელფასის მატების საკითხი.