სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსულიშვილის ქუჩაზე, შპს "მერკადოს" აგრარული ბაზრიდან დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ხორცი არ იყო დადამღული, არ ჩატარებია ვეტერინარული შემოწმება, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის დაჯარიმდა ასევე ფონიჭალაში მდებარე ი.მ "გიამადინ ფაშაევის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი ამოღებულია და კანონის შესაბამისად განადგურდება.