ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, დღეს, 11:00-დან 20:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეგახსენებთ, რომ ამავე გზის კმ134-კმ135 დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.