2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 64,7% პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 35,3% - უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული.
მათივე ცნობით, გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის.
ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საინტერესო სურათს გვაძლევს ვალდებულებების ანალიზი. კერძოდ, 2017 წლის ბოლოსთვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 393,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის თითქმის ნახევარი (50,4%) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 75,5% რეზიდენტებისაგანაა აღებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა.