საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 647.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -22.8 მლრდ აშშ დოლარი (-59.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს -150.1%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 647.8 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.3 მლრდ აშშ დოლარია (24.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 228.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.0 მლრდ აშშ დოლარი (83.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 876.2 მლნ აშშ დოლარით მეტია.