მოკრძალებულობა სუბიქტური ტერმინია. ვინმე ჯოსთვის ეს შესაძლოა საჭმლის სახლში ჭამას ან იაფფასიანი ავიაბილეთის პოვნის იმედად ინტერნეტის გადაქექვას ნიშნავდეს. მაგრამ მილიარდერებისთვის ეს შესაძლოა, ჯინსებსა და მაისურში მუშაობა, "ტოიოტასა" და "ფოლკსვაგენის" ტარებასა და ზოგიერთ შემთხვევაში პირადი თვითმფრინავისა და დასასვენებლად მდიდრული სახლის ყიდვაზე უარის თქმა იყოს.
დედამიწაზე რამდენიმე ყველაზე მდიდარი ადამიანი გამაოგნებლად მოკრძალებულია თავის ჩვევებში.
ზოგიერთი მათგანი ლანჩს თანამშრომლებთან ერთად ოფისის კაფეტერიაში მიირთმევს და ცხოვრობს სახლში, რომელიც მათი შესაძლებლობის დემონსტრირებას სულაც არ ახდენს, ამასთანავე ზოგიერთი მათგანი გულუხვი ფილანთროპისტია.
ამაზონის დაამარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, მიუხედავად იმისა, რომ 109 მილიარდი დოლარის მფლობელია, კვლავ
"ჰონდა აკორდით" გადაადგილდება. ჯერ კიდევ 1999 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ჰონდა აკორდი" შესანიშავი მანქანაა.