იპოთეკური სესხები 1,2-2%-ად - ქვეყნები, სადაც იპოთეკური სესხი ყველაზე ხელმისაწვდომია

შეიძინო უძრავი ქონება იპოთეკით - საკმაოდ პოპულარული და მომხიბვლელია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაბალია.

თუმცა არის ქვეყნები, სადაც საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ 10-წლიანი სესხის შემთხვევაში მსესხებელს საწყის თანხაზე 50%-ით მეტის გადახდა უწევს.

ამიტომ კვლევითმა პორტალმა NUMBEO-მ იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც იპოთეკური კრედიტები ყველაზე ხელმისაწვდომია. რეიტინგის ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა იაპონია, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ხელმისაწვდომია და წლიური განაკვეთი საშუალოდ 1,21%-ს შეადგენს. იპოთეკა ყველაზე ხელმიუწვდომელი არის არგენტინაში - აქ წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 27,06%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მსოფლიოში ყველაზე დაბალია, (ზოგ შემთხვევაში იაპონიაში სესხი 0,5%-ად გაიცემა) უცხოელები ამ სესხით ვერ სარგებლობენ, რამდენადაც უცხოელებზე კრედიტის გაცემაზე სერიოზული შეზღუდვები და მოთხოვნები არსებობს. იმისათვის, რომ იაპონიაში დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი აიღო, აუცილებელია, გქონდეს რეზიდენტ ბანკში ანგარიში და იაპონიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების და მუშაობის ნებართვა.

ევროპის ქვეყნებში უცხოელებზე იპოთეკური სესხის გაცემა უფრო ადვილია, მაგრამ აქაც ბანკებს აქვთ მთელი რიგი მოთხოვნები. შვეიცარიაში უძრავი ქონების რეალიზაციისთვის არსებობს კვოტები უცხოელებისთვის, შვედეთში სესხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვა ქონებას დააგირავებთ. მაგრამ სლოვაკეთში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში, უცხოელებს შეუძლიათ მიიღონ იპოთეკური სესხი ადვილად, თანაც ლოიალური საპროცენტო განაკვეთით.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნებს, სადაც იპოთეკური კრედიტები საკმაოდ დაბალი პროცენტით გაიცემა. (NUMBEO-ს რეიტინგი)

1.იაპონია - 1,21%

2. შვეიცარია - 1,42%

3. ფინეთი - 1,52%

4. შვედეთი - 1,87%

5. სლოვაკეთი - 1,92%

6. გერმანია - 1,99%

7. ჩეხეთი - 1,99%

8. ლიტვა - 2,02%

9. ავსტრია - 2,09%

10. საფრანგეთი - 2,17%