სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში ეკონომიკური სახის 120 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 22 შემთხვევა გაიხსნა, შედეგად გახსნის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,3% შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემებით, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 25 ფაქტი, საიდანაც მხოლოდ 8 შემთხვევა გაიხსნა. ფულადსაკრედიტო სისტემაში რეგისტრირებული იქნა 63 დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 9 ფაქტი, ანუ გახსნის მაჩვენებელმა 14,2% შეადგინა. 30-დან მხოლოდ 4 შემთხვევა გაიხსნა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულიდან. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 2 ფაქტი დაფიქსირდა, გაიხსნა - 1.
რაც შეეხება იანვარს, სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარში ეკონომიკური სახის სულ 113 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც გაიხსნა მხოლოდ 18, ანუ გახსნის მაჩვენებელმა იანვარში 15,9% შეადგინა.
რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, შარშან საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი 59,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2016 წელს რეგისტრირებული იყო 228 ფაქტი, 2017 წელს კი 364. ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, 2016 წელს ჩადენილი დანაშაულიდან გაიხსნა 123 ფაქტი, 2017 წელს კი 196.