დარიალის ხეობაში გზის გამწმენდი სამუშაოები გრძელდება

დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში გზის გამწმენდი სამუშაოები გრძელდება.

როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი აცხადებს, დღეს, სავარაუდოდ, ტერიტორიის დაგუბებული წყლისგან დაცლა მოხერხდება. ამის შემდეგ, მდინარე თერგი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

მისივე თქმით, ტბის დაცლა ტექნიკას ორივე მხრიდან სამუშაოების წარმოების საშუალებას მისცემს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასის ქვეშ, სავარაუდოდ, ორი ტრაილერია მოქცეული. დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.

დარიალის ხეობაში მთა 17 მაისს მოწყდა.