კომპანია Coca-Cola უახლოეს მომავალში Zero Sugar ხაზის ფარგლებში სამი ახალი გემოს სასმელს გამოუშვებს.
საუბარია ავოკადოს, არაჟნის ფერმენტებისა და აქტივირებული ნახშირის გემოს მქონე გაზირებულ სასმელებზე. კომპანიის მესვეურებს სჯერათ, რომ აღნიშნული პროდუქცია მიიპყრობს „ინსტაგრამის თაობის“ ყურადღებას.
როგორც Daily Mirror კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით წერს, სასმელებს არამხოლოდ შესანიშნავი გემო ექნებათ და უშაქრო იქნება, არამედ იდეალური ატრიბუტი გახდებიან ნებისმიერი ფოტოსთვის სოციალურ ქსელებში, რომელსაც უამრავი „ლაიქი“ მოჰყვება.
ინფორმაციაში „ავოკადოს“ სასმელი აღწერილია როგორც გემრიელი და სასარგებლო, „ნახშირის“ ხაზი ორგანიზმის გაწმენდასა და განახლებას შეუწყობს ხელს, ხოლო „ფერმნტირებული“ სასმელი განსაკუთრებული მომჟავო გემოთი გამოირჩევა. მწარმოებელი თავიდან ბლის, ვანილისა და ლიმნის გემოებს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ექსტრემალურ ვარიანტებზე შეაჩერა.
როგორც გამოცემა წერს, Zero Sugar სერია 10 წლის წინ გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპვა Diet და Coca-Cola Life -თან ერთად. ამჟამად ამ პროდუქტებზე კომპანიის საერთო გაყიდვების 43% მოდის.
დღეს პირველი აპრილია. ისე კი მართლა საინტერესო იქნება ამ ხაზის გამოშვება - წერს Daily Mirror.
კოკა კვირკველია