კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს სავაჭრო ჯიხური გადასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც დედაქალაქისქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ჰყიდდა, ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გაუხსნეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიმდინარე კვირას კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მიიღო და მან მოადგილეს დაავალა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 15 წლის მოზარდისთვის დახმარება გაეწიათ, ვინაიდან გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ცენტრალურ ქუჩებზე გარევაჭრობა აიკრძალა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილებით კმაყოფილია გიგი ანთაძე და მას ბიზნესსაქმიანობაში წარმატება უსურვა. კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზად არის, მოზარდს სამომავლოდაც დაეხმაროს.

კახა კალაძის განცხადებითვე, გიგი ანთაძე კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. “ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს გიგი არის ძალიან გახარებული. მას ძალიან მოეწონა ჩვენი საჩუქარი. ჩვენ მზად ვართ მას სამომავლოდაც დავეხმაროთ, ვინაიდან მას აქვს კონკრეტული და კარგი ბიზნესგეგმა. მინდა, რომ მას წარმატებები ვუსურვო”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

15 წლის გიგი ანთაძის განცხადებით, სავაჭრო ჯიხური მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და არ გამორიცხავს, რომ საქმიანობა დღეიდან დაიწყოს. “მე ძალიან მომეწონა ჯიხური. უკვე მოაქვთ პროდუქტები და ალბათ დღესვე დავიწყებ მუშაობას. ძალიან გამიხარდა ეს საჩუქარი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო”, - განაცხადა გიგი ანთაძემ.

დედაქალაქის მერმა 15 წლის გიგი ანთაძეს ახალი „მზიურის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხური გადასცა