ბაჰრეინში ბოლო 90 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილ ნავთობსაბადოს მიაკვლიეს.
როგორც ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო BNA წერს, ეს არის მსუბუქი ნავთობისა და გაზის საბადო, რომელიც არსებული მარაგით რამდენიმეჯერ აღემატება ქვეყანაში არსებულ სხვა საბადოებს.
„ანალიზი გვიჩვენებს, რომ არსებული მარაგებიდნ დიდი ხნის განმავლობაში მოხდება ნავთობისა და გაზის ამოღება“ - განაცხადა ბაჰრეინის ნავთობის მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ ხალიფა ალ ხალიფამ.
ახალი საბადო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილი საბადო გახდა 1932 წლის შემდეგ, რა დროსაც პირველად აღმოაჩინეს ამ არაბულ ქვეყანაში ნავთობის მარაგები.
„ოპეკის“ არაწევრი ეს პატარა სახელმწიფო ამ დროისთვის ნავთობის მოპოვებას მისი ორი საბადოდან აწარმოებს: ერთი ნაპირთან „ბაჰრეინის საბადოდან“, მეორეს კი ზღვაზე „აბუ საფაჰის“ საბადოდან, რომელსაც საუდის არაბეთთან ერთად ფლობს.
კოკა კვირკველია