"დარიალჰესის" მშენებლობა მაქსიმუმ 10 დღეში განახლდება

დარიალის ხეობაში "დარიალჰესის" მშენებლობა მაქსიმუმ 10 დღეში განახლდება.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლებიან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ტერიტორიის წყლისგან გაწმენდა, რომ დაკარგულების პოვნა მოხერხდეს.

"ადგილზე სპეცტექნიკაა მობილიზებული და 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენს მთავარ მიზანს ახლა სწორედ დაკარგულების პოვნა წარმოადგენს", - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

რამდენიმე დღის წინ დარიალში მეწყერი ჩამოწვა, რამაც ავტომანქანები მოიყოლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 7 პირი. სტიქიის გამო სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მიმოსვლა შეწყვეტილია.