ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, სებ-ის ცნობით, 3 აპრილს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3941 შეადგინა.