უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა.
კვლევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, Colliers International Georgia-მ ჩაატარა, რომელიც მოიცავს სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, სასაწყობე/ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას.
„სასტუმროების ბაზარზე დადებითად იმოქმედა საქართველოში ტურისტების ზრდის ტრენდმა. 2017 წელს თბილისის სასტუმროების კატეგორიათა უმრავლესობისთვის გაიზარდა დატვირთულობის კოეფიციენტი. სასტუმროების ბაზარზე ყველაზე დიდი მიწოდებით კვლავ თბილისი და ბათუმი გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბრენდები არა მხოლოდ აღნიშნული ქალაქებით, არამედ ქუთაისით და საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტებითაც დაინტერესდნენ“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2021 წლამდე საქართველოს სასტუმროების ბაზარს 6,700-ზე მეტი ნომერი შეემატება.
თეონა კენჭიაშვილი