”ჯინდალ პეტროლიუმმა” საქართველოში 5 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა

კომპანიის გენერალური დირექტორის, ბექა ოდიშარიას თქმით, 5 წლის განმავლობაში გაიბურღა რამდენიმე ჭაბურღილი და ასევე იგეგმება კიდევ 4-5 ჭაბურღილის გაკეთება.

"დღეს შესრულდა 5 წელი მას შემდეგ, რაც ”ჯინდალ პეტროლიუმმა” ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასთან 5 სალიცენზიო პროექტზე შეთანხმებას. ჩვენ 25 წლით გადმოგვეცა ეს ლიცენზიები. დღეს არის საიუბილეო წელიწადი. პირველი 5 წელი იყო ძებნა-ძიებითი გეოლოგიური და გეოფიზიკური სამუშაოები. ჩვენ უკვე გავბურღეთ 5 ჭაბურღილი თბილისის პირა რაიონებში, გორში და ახმეტაში. ასევე მოხდა გვერდითი ბმულების გაბურღვა 20 ჭაბურღილში. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, საქართველოში ეს მოიცავს 100 მილიონ ინვესტიციას. ცხადია, გაიბურღება მიმდინარე ღრმა ჭაბურღილები და მომავალ წელსაც, ახალი ჭაბურღილები გაიბურღება სართიჭალის, გორის და კრწანისის მიმდებარე ტერიტორიებზე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, "ჯინდალ ჯგუფი" საქართველოს განიხილავს, როგორც მოწინავე ქვეყნების კატეგორიაში მყოფ ქვეყანას, სადაც ხელსაყრელი სიანვესტიციო გარემოა.