ამერიკელები ბრიტანულ Sky-ს შეძენას აპირებენ

ამერიკულმა მედიაკომპანიამ 21st Century Fox Incorporated-მა წარმოადგინა ახალი მიდგომები, რომელიც მიმართულია, დაარწმუნოს ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია, შეიძინოს კომპანია Sky Plc-ის აქციების დარჩენილი 61% 11,7 მილიარდ გირვანქად (16,5 მილიარდ დოლარად)

ამასთან, Fox-ის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი ვარიანტია Sky News-ის მიყიდვა ამერიკული მედიაკომპანია Walt Disney-ისთვის.

როგორც Fox -ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, მეორე ვარიანტი ითვალისწინებს Sky News-ის გამოყოფას Sky-სგან, მისთვის ოპერაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით 15 წლის განმავლობაში, Fox-ისგან გარანტირებული დაფინანსების მიღების შემთხთვევაში.

Fox-ში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ზომებით მათ იმედი აქვთ, ბრიტანეთის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ ადრე გამოთქმული პრეტენზიები დალაგდება.

მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანეთის მარეგულირებელმა The Competition and Markets Authority-მ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომლის უკან რუპერტ მერდოკი დგას, ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ინტერესებს. CMA-ს განცხადებითვე გარდა ამისა, მერდოკების ოჯახი აღნიშნული შეთანხმების შემდეგ ზედმეტ გავლენას მიიღებდა ბრიტანეთის მედია ბაზარზე.

გუშინ Sky-ში განაცახდეს, რომ Fox-ის წინადადება აქარწყლებს კითხვებს, რომელიც გაუჩნდა ბრიტანეთის მარეგულირებელს და გარანტირებულად იძლევა Sky News-ის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში. მიუხედავად ამისა, Sky რეკომენდაციით მიმართავს საკუთარ აქციონერებს, ამ ეტაპზე არ მიიღონ რამენაირი გადაწყვეტილება, ვინაიდან მარეგულირებელთან პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში Sky-ის შეძენის ინტერესი გამოხატა ასევე ამერიკულმა კომპანია Comcast Corp-მა, რომელიც მზადაა ბრიტანულ კომპანიაში 22,1 მილიარდი გირვანქა გადაიხადოს. ხოლო Fox-ის წინადადება, რომელიც უკვე ფლობს ამ კომპანიის 39%-ს, კომპანიას მხოლოდ 16 მილიარდ დოლარად აფასებს - წერს MarketWatch.

2017 წლის დეკემებრში Disney-სა და Fox-ის მიერ გაფორმებული შეთანხმებით კი კომპანია Sky-ის 39% Disney-ის კუთვნილებაში გადავიდა.

კოკა კვირკველია