რუსეთმა და ჩინეთმა 400 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმეს

რუსეთმა და ჩინეთმა რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უმსხვილესი ბუნებრივი აირის შესახებ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

"ბიბისის" ცნობით, რუსულმა "გაზპრომმა" და ჩინურმა CNPC-მ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რუსული გაზის აღმოსავლეთის მარშრუტის გავლის გზით ჩინეთში გაყიდვის თაობაზე.

ამასთან, 30-წლიანი კონტრაქტის საერთო ღირებულება 400 მილიარდი დოლარია.

"ბიბისის" ცნობით, კონტრაქტის თანახმად, რუსეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდებას 2018 წელს დაიწყებს და წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის.