„მარნეული აგრო” პომიდვრის გაორმაგებულ მოსავალს ელის

„მარნეული აგროში“ 2014 წლის სეზონისთვის სამზადისი გრძელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები - სპეციალური, ინდუსტრიული წარმოებისთვის განკუთვნილი პომიდვრის ჯიშების: კლასიკის, ადვანსის, ლამპოს ჩითილების გამოყვანა დასრულდა.

ჩითილების გამოყვანა სპეციალურ იტალიურ დანადგარში მოხდა, სადაც პომიდვრის თესლს თავდაპირველად კასეტებში რგავდნენ. კასეტები სამი დღის განმავლობაში განთავსდა გასაღვივებელ ოთახში ე.წ. „germination room”-ში, შემდეგ კი სათბურებში, სადაც მუდმივად კონტროლდებოდა ტენიანობა და ტემპერატურა.

ამ ეტაპზე საწარმოში მიმდინარეობს პომიდვრის გამოყვანილი ჩითილების გადატანა ღია გრუნტში, კერძოდ, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე - 33 ათასამდე მცენარის გადანერგვა. სამუშაო პროცესს, რომელიც სამი დღის განმვალობაში გაგრძელდება, გერმანელი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.

”მარნეული არგოს” დირექტორის, ვანო ცულიკაშვილის განცხადებით, პომიდვრისთვის განკუთვნილი ნაკვეთის ფართობი შარშანდელთან შედარებით სამჯერ დიდია. მისივე განმარტებით, მოსავლის აღების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეისყიდა დამატებითი ტრაქტორები, შეიცვალა მორწყვის სისტემაც.

შესაბამისად, კომპანიაში წელს, მოსავლიანობას 70 ტონიდან ვარაუდობენ.