საფრანგეთში მარიხუანას მოხმარების ფაქტზე დაკავებული მოქალაქეები 300 ევროთი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ განაცხადა.
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის პროცესის რეფორმის შესახებ ახალი კანონპროექტი. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა მარიხუანას მოხმარების ფაქტზე დაკავებული მომხმარებლებისთვის 300 ევროთი დაჯარიმება გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერარ კოლონმა განაცხადა, რომ მთავრობა მარიხუანას მომხმარებლებისთვის პატიმრობის ჯარიმით შეცვლას აპირებს.
დღეის მდგომარეობით, საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ერთ წლამდე პატიმრობა და 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმა.