სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

"მოთხოვნამ შეადგინა 54 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.600 პროცენტით, მაქსიმალური 6.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.771 პროცენტით განისაზღვრა", - აცხადებენ სამინისტროში.