"ფეისბუქი" "მესენჯერში" თქვენს მიმოწერას კითხულობს

"ფეისბუქი" იმ ფოტოებსა და ლინკებს ასკანერებს, რომლებსაც თქვენ "მესენჯერში" გზავნით და კითხულობს მიმოწერას,როდესაც ის შესამოწმებლად გადაეცემა მოდერატორს, რათა დარწმუნდეს, რომ ტექსტის შინაარსი შეესაბამება კომპანიის წესებს, ხოლო თუ არ შეესაბამება, იშლება და იბლოკება.

ამ პრაქტიკის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდა, რაც, ცოტა ხნის წინ პირადი მონაცემების შესახებ "ფეისბუქის" აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ცუკერბერგმა ისაუბრა მიანმარში არსებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებულ სატელეფონო ზარების ისტორიაზე. მისი თქმით, "ფეისბუქმა" შეამოწმა ის ხალხი, რომლებიც მსგავსი მესიჯების გაგზავნას "მესენჯერის" აპლიკაციის გამოყენებით ცდილობდნენ.

"ასეთ შემთხვევაში ჩვენი სისტემა ამოწმებს რა ხდება და ასეთი მესიჯების გავრცელებას ვაჩერებთ," - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველა პოსტი ან მიმოწერა, რომელსაც „ფეისბუქის“ მომხმარებლები სოციალურ ქსელში გაავრცელებენ, უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის სტანდარტებს.

"მაგალითად, როდესაც "მესენჯერში" გზავნით ფოტოს, ავტომატური სისტემა მას ამოწმებს, ხომ არ შეიცავს ბავშვების ექსპლუატაციის ნიშნებს. ასევე სისტემა ამოწმებს ლინკებს, რომლებსაც გზავნით და ადგენს, არიან თუ არა ისინი ვირუსების შემცველი. "ფეისბუქმა" შექმნა ავტომატური სისტემა, რომელსაც ჩვენს პლატფორმაზე შეუძლია შეურაცხმყოფელი ქცევები შეაჩეროს", - განმარტავენ კომპანიაში.

გაგრძელება  იხილეთ