ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის ადმინისტრაციას დაავალა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით გაიზარდოს გადასახადი და მისმა საერთო მოცულობამ შეადგინოს 100 მილიარდი დოლარი.
როგორც გამოცემა The Hill წერს, ამ ნაბიჯით უპასუხა ტრამპმა ჩინეთის არაადექვატურ რეაქციას მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, გაეზარდა გადასახდელები ჯამში 50 მილიარდი დოლარის ოდენობით.
„ჩინეთის მხრიდან არასამართლიანი რეაქციის გამო მე დავავალე ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობას განიხილოს დამატებით 100 მილიარდის ოდენობით გადასახდელის დაწესებაზე და განსაზღვრონ პროდუქცია, რომლებზეც დაწესდება გადასახადი“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩინეთმა არაერთხელ გამოიყენა ამერიკული ინტელექტუალური საკუთრება კანონის დარღვევით.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი მზადაა დამატებითი განხილვისთვის აღნიშნულ სიტუაციაში.
შედეგად თეთრი სახლი გეგმავს გააორმაგოს ჩინური პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც დაწესებულია 25%-იანი გადასახადი.
კოკა კვირკველია