1950-იან წლებში საბჭოთა კავშირში აქტიურად დაიწყო ტიპიური პანელური და აგურის საცხოვრებელი სახლების - ე.წ. „ხრუშჩოვკების" მშენებლობა.
ამ ტიპის სახლებს აშენებდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპი, ვარშავის ბლოკის ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაშიც.
„ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადად მაშინ განსაზღვრული იყო 30 წელი, თუმცა ზოგიერთი მათგანში ადამიანები დღესაც ჩვეულებრივ ცხოვრობენ. მაგალითად, თბილისში 500-ზე მეტი
„ხრუშჩოვკის“ ტიპის კორპუსია, რომელთა ჩანაცვლებაზე დიდი ხანია მიდის საუბარი, თუმცა დედაქალაქმა ბოლო 3 მერი ისე გამოიცვალა, რომ ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
თბილისისგან განსხვავებით აქტიურად მიმდინარეობს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მოსკოვში. ევროპაში კი მახინჯი მემკვიდრეობის განახლების პროგრამები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ყველაზე გამორჩეული გამოდგა პანელური საცხოვრებელი სახლების რენოვაციის პროექტები გერმანულ ქალაქებში, რომლებიც განახორციელა არქიტექტურულმა ბიურომ Stefan Forster Architekten-მა. ამ ნამუშევრებმა არქიტექტურის დარგში არაერთი ჯილდო მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ფოტოებს, თუ როგორ მოახერხეს გერმანელებმა „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია.