რა სექტორებში და რა სპეციალობის ადამიანების შემცირებას გეგმავენ დამსაქმებლები

გამოკითხული საწარმოების 94% არსებული სამუშაო ძალის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი თბილისსა და სხვა დანარჩენ რეგიონებზე 50-50%-ის პროპორციით ნაწილდება.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც ანგარიშშია აღნიშნული სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად 63%-ის შემთხვევაში წარმოების/საწარმოს გაჩერება და 20%-ის მიერ წარმოების შემცირება დასახელდა.

„საწარმოები, რომლებიც ყველაზე მეტად აპირებენ მუშახელის შემცირებას, წარმოადგენენ ვაჭრობის (38.7%), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (7.9%), ჯანდაცვის (7.4%), დამამუშავებელი მრეწველობისა და ტრანსპორტის დარგები (7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა და მშენებლობის სექტორები (5.7%).

დამსაქმებლები მუშახელის შემცირებას ფიქრობენ ძირითადად დირექტორებისა და მთავარი ხელმძღვანელი პირების (22.6%), მოდელების, გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორებისა (22.6%) და მოსამსახურეების, ასევე დაკავებული ციფრობრივი ინფორმაციის დამუშავების (21.3%) მიმართულებით,“-აღნიშნულია ანგარიშში.