რუსეთის ხელისუფლება ამერიკის მხრიდან ახალ სასანქციო სიაში მოხვედრილი ბიზნესმენების დასახმარებლად სპეციალურ ზომებს მიიღებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, დახმარებისთვის მზაობა გამოთქმულია, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. არც ისაა ცნობილი, თუ რა ფორმით მოახდენს მოსკოვი აღნიშნულ სიაში მოხვედრილი პირების მხარდაჭერას. სააგენტო დასძენს, რომ სიაში მოხვედრილი ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგი აპირებენ შეხვედრას რუს მაღალჩინოსნებთან უკვე ამ კვირას, მას შემდეგ, რაც მათ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია სანქციების შედეგებზე.
შეგახსენებთ, აშშ-მა გასულ პარასკევს ზოგიერთი რუსი ბიზნესმენისა და მათზე დაქვემდებარებული რამდენიმე რუსული კომპანიისთვის, ასევე რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
კოკა კვირკველია