მარკ ცუკერბერგი - „ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „გამალებულ შეიარაღებაში“ არიან ჩართული

სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარსდგა. ცუკერბერგის სენატორებთან საუბრის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოება იყო.

მიმდინარე წლის აპრილში გაირკვა, რომ კომპანია Cambridge Analytica-მ, რომელიც მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის გავრცელებით არის დაკავებული, 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე მიიღო წვდომა.

„ფეისბუქის“ თანამშრომლები რუსეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებთან „გამალებულ შეიარაღებაში“ არიან ჩართული. ამ ჯგუფებს სურთ, სოციალური ქსელი საზოგადოებრივ აზრსა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენონ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, ბოლო ზომა, რომელსაც სოციალურმა ქსელმა მიმართა, იყო ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება, რომელსაც ყალბი პროფილების იდენტიფიცირება შეუძლია.

„ეს "გამალებული შეიარაღებაა". ისინი უფრო კარგად მუშაობას ეცდებიან, ჩვენც იმავეს გაკეთება გვმართებს“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.