ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ შეადგინა 53 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200 პროცენტით, მაქსიმალური 7.290 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.256 პროცენტით განისაზღვრა.