ჩინეთი მზადაა ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი დაწიოს და გააუმჯობესოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხები.
როგორც Associated Press (AP) იუწყება, ამის შესახებ სი ძიანპინმა ქალაქ ბოაოში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მისი თქმით, „ღია კარები არ დაიხურება და პირიქით, ისინი კიდევ უფრო გაფართოვდება“.
სააგენტოს ინფორმაციით, სი ძიანპინს ფორუმზე გამოსვლისას პირდაპირ დონალდ ტრამპი არ უხსენებია და არც პოტენციურ სავაჭრო ომზე უსაუბრია, თუმცა პირობა დადო, რომ იქნებოდა პროგრესი იმ სფეროებში, რომელიც „აღელვებთ ამერიკის ტერიტორიაზე.“ კონკრეტულად კი საუბარია პეკინის მეტ ღიაობაზე საბანკო სფეროში და ჩინეთის მხრიდან იმპორტის გაზრდაზე. მან ასევე პირობა დადო, რომ ჩინეთი გაამკაცრებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პეკინის მიერ გახმოვანებული ზომები მიმართულია დაძაბულობის შემცირებისკენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, სი ზიანპინის გამოსვლა კარგ ბაზას იძლევა ამერიკასა და ჩინეთს შორის ნორმალური დიალოგის წარმოებისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
კოკა კვირკველია