ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ, 5 აპრილის დადგენილებაშია ნათქვამი.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია,“-აღნიშნულია დადგენილებაში.