„ცხავატურ მეთუნეობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაშია აღნიშნული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა უკვე დაევალა.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მისი გასაჩივრება დაინტერესებულ მხარეებს ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეუძლიათ.