154 პირს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ნადარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„პროკურატურის მიერ გამოძიებული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად, დაზარალებულად ცნობილ 154 პირს დაახლოებით 44 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. დაუბრუნდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ აღნიშნულ დანაშაულებში მხილებული იქნა 43 საჯარო მოხელე. სისხლისამართლებრივი დევნა იქნა დაწყებული 12 პირის მიმართ, მათ შორის მაღალი და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ,“-აღნიშნა ნადარეიშვილმა.