PRexchange – მომხმარებელთან დაკავშირების სწრაფი, მარტივი და იაფი საშუალება

www.prexchange.ge - ვებ გვერდი, რომელიც ბიზნეს კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ზედა რგოლის მენეჯერებისათვის, განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. PRX ონლაინ პლატფორმაა, რომლის უმთავრესი მიზანია საშუალება მისცეს კომპანიის წარმომადგენლებს, მიაწვდინონ ხმა პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებს ვებგვერდზე საკუთარი ორგანიზაციების მიმდინარე სიახლეების დამატებით, რომელიც სრულიად უფასოა და მენეჯერებისგან მხოლოდ მინიმალური დროის დანახარჯს მოითხოვს.

ერთადერთი მოთხოვნა სიახლეების განსათავსებლად, კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლაა, რომლის შემდეგ, მენეჯერს საშუალება აქვს გამოაქვეყნოს სხვადასხვა სახის სიახლეები როგორც ტექსტური, ისე ფოტო-ვიდეო მასალის სახით. ამ დროისთვის, პროექტი აერთიანებს 1 000-მდე დარეგისტრირებულ მენეჯერსა და რიგით მომხმარებელს.

PRX ითვალისწინებს მენეჯერების დატვირთულ რეჟიმს ან კომპანიაში შესაბამისი კადრის არარსებობის შესაძლებლობას და კომპანიებს „პიარ აგენტის“ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ყოველთვიურად სიმბოლური ფასის – 7 ლარის სანაცვლოდ, მათი სიახლეების მიღებას, www.prx.ge – ზე განთავსებასა და შემდგომ მონიტორინგს გულისხმობს.

2013 წლის 5 აპრილიდან, PR Exchange-ის პლატფორმაზე განთავსებული სიახლეები ინტეგრირდა „ბიას“ ონლაინ მონაცემთა ბაზაში – „ბიზნეს კატალოგი“ (www.bcat.ge), რომლის საშუალებითაც PRX-ის ვებ-გვერდზე განთავსებული ყოველი სიახლე ავტომატურად აისახება „ბიზნეს კატალოგშიც“ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის მომხმარებლებს მათთვის საინტერესო კომპანიებისა და მენეჯერების შესახებ.