"დარწმუნებული ვარ, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს"

ახალი სახელმწიფო პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, „ახალგაზრდა მეწარმე“ გულისხმობს 10 მილიონი ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას 40%-მდე სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა დამწყები ფერმერებისთვის და არასასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის.

პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დანიის მთავრობის და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.