ქვეყნები, სადაც ქართველებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ

"2017 წელს გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნები წაიყვანა და ენის კურსიც კი დაუფინანსა.

ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში, ადმინისტრატორი და ბარმენის პოზიციაზე. კომპიუტერის მცოდნენიც სჭირდებათ" - ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის კუთხით ხელისუფლება აქტიურობას იწყებს.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით, 105 მილიონი ადამიანი მუშაობს საკუთარი სამშობლოს გარეთ. შრომითი მობილურობა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახდა. შრომითი მიგრაცია არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში დასაქმების მიზნით ხალხთა გადაადგილება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში 350 მილიარდ დოლარზე

მეტი თანხა ფულადი გზავნილების სახით გადაირიცხა განვითარებად ქვეყნებში.

საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ცირკულარული (ანუ შრომითი) მიგრაციის მიმართულებით. ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლოა სულ მალე ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზის გაცემა დაიწყოს.

ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია გვესაუბრა.

- ცირკულარული მიგრაციის მთავარი მიზანია შეარჩიოს ის კადრები, რომლებიც დეფიციტურია იმ ქვეყნებში, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, დაახლოებით 10 თვის განმავლობაში იმუშაონ ჩვენმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ და მიიღონ ის ანაზღაურება, რა ანაზღაურებასაც იღებს ადგილობრივი მოქალაქე. მისი უფლებები ისე იყოს დაცული, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქის, ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევის უფლება და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მოქალაქის არსებობა და მუშაობა გახდეს ლეგალური.

ცირკულარული მიგრაცია საშუალებას აძლევს სამ მხარეს: მიმღებ ქვეყანას, მიგრანტს და სამშობლოს ე.წ სამმაგი სარგებელი მიიღოს.

- ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული, რომელიც ფართო მასებისთვის უცნობია. რა გაკეთდა ამ კუთხით დღემდე და თუ დასაქმდნენ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ლეგალურად?

- 2015 წლამდე შრომითი მიგრაციის შესახებ საკანონმდენლო ნორმატიული აქტი არ არსებობდა. ამ მიმართლებით პირველი რეგულაციები სწორედ 2015 წლიდან გაჩნდა, რომლითაც ავიღეთ ვალდებულება ქვეყნის დროებითი ლეგალური სქემების დანერგვის მიზნით აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. აღნიშნული მოდელის ფორმირება და პრაქტიკაში პილოტირება დაისახა მიზნად მიგრაციის საერთაშრისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს ოფისმა. პილოტირებისათვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი, შემუშავდა პროექტი, რომელიც IOM- ის განვითარების ფონდის (IOM Development Fund) მიერ დაფინანსდა.

ამ ეტაპზე ჩვენ გავაგზავნეთ ელექტროშემდუღებლები პოლონეთში. მიმდინარეობს შერჩევა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განიხილება სამშენებლო პროფესიები, ასევე ტურიზმის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ადამიანები და სხვა. სიახლე ის არის, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან ხელი მოეწერა ხელშეკრულების პროექტს და დაახლოებით 500 მოქალაქეზე შესაძლოა სულ მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. იხილეთ გაგრძელება