მოგზაურობა კარგია, მაგრამ ის უფრო სასიამოვნოა, როდესაც დასასვენებლად ისე მიდიხარ, რომ დამატებითი თანხის გადახდაზე აღარ ფიქრობ.
ამიტომ, მოგზაურთა გარკვეული ნაწილი ირჩევს All inclusive სისტემას.
All inclusive-ის შემთხვევაში თქვენ არ გიწევთ ფიქრი, სად იცურაოთ და როგორ გაერთოთ, ყველაფერი იმ საფასურში შედის, რომელსაც მოგზაურობის დაწყებამდე იხდით.
TravelSupermarket-ის ექსპერტებმა შეადგინეს რეიტინგი იმ ქვეყნების, რომლებიც All inclusive-ს სისტემაში ყველაზე იაფია. შედარებისთვის ექსპერტებმა აიღეს 1-მაისიდან 30 სექტემბრის პერიოდი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანა, სადაც ზაფხულში ერთ ადამიანს ერთკვირიანი დასვენება ყველაზე იაფი დაუჯდება.
10. ხორვატია - 728 ევრო
9. კვიპროსი - 682 ევრო
8. პორტუგალია - 682 ევრო
7. ეგვიპტე - 594 ევრო
6. საბერძნეთი - 593 ევრო
5. ესპანეთი - 574 ევრო
4. მალტა - 554 ევრო
3. მაროკო - 534 ევრო
2. თურქეთი - 531 ევრო
1. ბულგარეთი - 525 ევრო