სხვისი წარმატების ისტორიების მოსმენა ხშირად მოტივატორია, რომ ჩვენც წამოვიწყოთ საოცნებო საქმე, რომლისგანაც მაღალ შემოსავალს მივიღებთ და თანაც აღნიშნული ბიზნეს საქმიანობა სასიამოვნოც იქნება.
იმ ქალების უმეტესობა, რომლებიც Allnews.ge-მ შეკრიბა ბიზნეს საქმიანობაშია ჩართული, ზოგიერთმა მათგანმა კი 90-იანების ღარიბ საქართველოში საქმე ნულიდან დაიწყო, დღეს კი მილიონებს ფლობს. გთავაზობთ მდიდარი ქართველი ქალების ჩამონათვალს:
მარიამ კუკუნაშვილი
მას სუროგაციის ცენტრი რამდენიმე ქვეყანაში აქვს გახსნილი და ბიზნესს კიდევ უფრო აფართოვებს. სუროგაციის ცენტრის მსოფლიო ქსელის "ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ერთ-ერთი მდიდარი ქართველი ქალია. მისი კომპანია მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ოპერირებს და ერთ-ერთ წარმატებულ "ბიზნეს ვუმენად" მიიჩნევა.
მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც მიმღებ განყოფილებაში ექთნად, შემდეგ კი ღამის ცვლის ექიმად, დღის განმავლობაში კი ევროკომისიისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ჯანდაცვის პროექტებზე მუშაობდა.
როგორც თავად წერს, დაქორწინების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბავშვის გაჩენა არ შეეძლო, მაშინ როცა ამაზე ოცნებობდა. მისი თქმით, ბავშვის გასაჩენად მკურნალობა ჩაიტარა, თუმცა, ყოველი ცდა უშედეგო იყო, საბოლოოდ კი მასა და მის მეუღეს 3 შვილი სუროგაციის შედეგად ეყოლათ.
ამის შემდეგ კი მარიამ კუკუნაშვილმა სუროგაციისა და დონაციის ცენტრი დააფუძნა, რომელიც შვილის მსურველ წყვილებს დახმარებას უწევს. მისი ქსელი პოპულარული გახდა და იგი ახლა უკვე მილიონერია.
სალომე ზურაბიშვილი
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ცნობით, მისი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი მილიონერია.
სალომე ზურაბიშვილი პროფესიით დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია.
2004-2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა.
ნინო წილოსანი
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი "მედიატორის" კვლევის შედეგად ასევე მილიონერთა სიაში მოხვდა. კვლევის თანახმად, მისი ქონება 2 მილიონ ლარს აღემატება.
ნინო წილოსანმა განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით მიიღო.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ის წლების ვაგონმშენებელი კომპანიისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის თანამშრომელი იყო, სადაც მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი და 2016 წლის მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატია. მისი ქონება დაახლოებით 51 მილიონს შეადგენს.
ნატო ჩხეიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო მიმართულება დაამთავრა. მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, თავდაპირველად, სამედიცინო სფეროში, შემდეგ კი ბიზნესსა და მედიაში გადაინაცვლა. კერძოდ, ბოლო წლებში "ომეგას" განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ტელეკომპანია "იბერიას" რედაქტორის პოზიციას იკავებდა.
ნატალია კვანტალიანი
იგი უკვე წლებია "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკს" და სასტუმროების ქსელს მართავს. ის ასევე ჩართულია სამშენებლო და სამეწარმეო საქმიანობაში - ამ ბიზნეს საქმიანობების მეშვეობით კი ერთ-ერთი მდიდარი ქართველი ქალი გახდა.
ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ის ბიზნესის დაწყების პერიოდსაც იხსენებს. როგორც თავად ამბობს, სანამ ბიზნესს წამოიწყებდა, ბევრი სირთულე გაიარა. თავდაპირველად, სამტრედიაში მწვრთნელად და ამავდოულად დამლაგებლად მუშაობდა.
"როცა ხელმძღვანელი გავხდი, მეტი შემოსავალი რომ მქონოდა, დამლაგებლის ადგილიც შევითავსე, ოღონდ ჩუმად. დილას ბავშვს სახლში ვტოვებდი, გავრბოდი, სანამ თანამშრომლები მოვიდოდნენ, ვალაგებდი. მერე სახლში ვბრუნდებოდი, ბავშვი ბაღში მიმყავდა და უკვე როგორც ხელმძღვანელი, ისე მივდიოდი სამსახურში", - იხსენებს ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
სრულად იხილეთ