მთავრობა დღეს პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" დაამტკიცებს

პროგრამას "აწარმოე საქართველოში" მთავრობა დღეს დაამტკიცებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე ამ პროგრამას დავამტკიცებთ. ამ წუთში ვებ-გვერდზე ატვირთულია უკვე იმ ქონების მონაცემები და ფოტოსურათები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ პროგრამაში. თუმცა, გარდა ამ ობიექტებისა, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე თვითონ შემოგვთავაზებს რომელიმე ობიექტს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და აღნიშნულ პროგრამას ერგება, ჩვენ ამ ობიექტს დამატებით განვიხილავთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა.