ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარისსაავტომობილო გზის კმ14-კმ24 მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუშინ აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.